საქართველოს პირველი ლედის ინიციატივითა და პატრონაჟით, ბათუმის საზაფხულო თეატრში კამერული ორკესტრისა და ვოკალისტების შესრულებით დისნეის მუსიკის საღამო გაიმართა
საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის ინიციატივითა და პატრონაჟით, ბათუმის საზაფხულო თეატრში კამერული ორკესტრისა და ვოკალისტების შესრულებით დისნეის მუსიკის საღამო გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„კონცერტზე წარმოდგენილი იყო მელოდიები ყველასთვის ნაცნობი ფილმებიდან.
პროექტის ფარგლებში კონცერტზე მიწვეულნი იყვნენ ბავშვთა სახლების ბენეფიციარები და შშმ პირები. ღონისძიება კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“ და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.