საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვატიკანში რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა. თამარ ბაგრატიონმა რომის პაპს პრეზიდენტისა და ქართველი ხალხის პატივისცემა დაუდასტურა და დღეგრძელობა უსურვა.
შეხვედრა წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით მექვაბიშვილის ორგანიზებითა და ხელშეწყობით ჩატარდა.
პირველმა ლედიმ რომის პაპს სამახსოვრო საჩუქარი – ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დამზადებული, ხელით მოხატული კერამიკული ნამუშევარი გადასცა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.