საქართველოს პირველი არხის ვიდეოკამერის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საქართველოს პირველი არხის ვიდეოკამერის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა საქართველოს პირველი არხის კუთვნილი ვიდეოკამერის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა „ლილო სითის” ტერიტორიაზე მოხდა, საიდანაც „მოამბის” გადამღები ჯგუფი გუშინდელი ხანძრის შედეგებს აშუქებს.

მიმდებარე პერიმეტრზე ამ დროს სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ. ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ა.ო. ლილოს ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.