საქართველოს პირველი არხი საკონსტიტუციო პროექტის განხილვას ხვალ, 19:00 საათიდან დაუთმობს ეთერს
საქართველოს პირველი არხი საკონსტიტუციო პროექტის განხილვას ხვალ, 19:00 საათიდან დაუთმობს ეთერს

საქართველოს პირველი არხი საკონსტიტუციო პროექტის განხილვას ხვალ, 4 ივნისს დაუთმობს ეთერს.

ხვალ, 19:00 საათიდან ტელემაყურებლების კითხვებს პირდაპირ ეთერში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები უპასუხებენ.

ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ჩაერთოს განხილვაში საქართველოს პირველი არხისა და საქართველოს პარლამენტის ონლაინპლატფორმების მეშვეობით.

ტელემაყურებლებს საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო კითხვები გამოაგზავნონ პირველი არხის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ან ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

დატოვე კომენტარი