საქართველოს პირველი არხი ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტული ღონისძიებების საუკეთესო გაშუქებისთვის დააჯილდოვა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხი ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტული ღონისძიებების საუკეთესო გაშუქებისთვის დააჯილდოვა #1TVSPORT

სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ გამართული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის შემდეგ საქართველოს პირველი არხი ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტული თემატიკის საუკეთესო გაშუქებისთვის დააჯილდოვა.

სპეციალური პრიზი საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მიიღო.

„პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს არხს და სპორტის ჯგუფს. ჩვენ იქ ვართ, სადაც არის ქართული სპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ტურნირი, სადაც ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ 2022 წლის სპორტული შედეგები შეაჯამეს და საუკეთესოები 13 ნომინაციაში გამოავლინეს.