საქართველოს პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიო ასამბლეაზე [ფოტო]
საქართველოს პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიო ასამბლეაზე [ფოტო]

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი, თინათინ ბერძენიშვილი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, ელენე გაბაშვილი ბულგარეთში მიმდინარე რადიო ასამბლეას ესწრებიან.

ელენე გაბაშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიო კომიტეტის წევრად აირჩიეს. კომიტეტის წევრების არჩევნები დღეს, რადიო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ბულგარეთის ნაციონალური რადიო 11-12 აპრილს მასპინძლობს.

თინათინ ბერძენიშვილმა ასამბლეაზე ახალი მედიის გამოწვევების შესახებ მოხსენება გააკეთა. ღონისძიებას ევროპის მაუწყებლთა კავშირის პრეზიდენტი და BBC-ის გენერალური დირექტორი ტონი ჰოლი დაესწრო.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან არის EBU-ს აქტიური წევრი. რადიო კომიტეტი ფოკუსირებულია ტრადიციული პლატფორმა უახლესი ტექნოლოგიებით ფართო აუდიტორიისთვის იყოს ხელმისაწვდომი და საინტერესო გახდეს ახალგაზრდა მსმენელისთვის.

პირველი არხისთვის უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლების გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი მუშაობა მედიის ახალი გამოწვევების მიმართულებით, რისთვისაც საუკეთესო პლატფორმა სწორედ ევროპის მაუწყებელთა კავშირია, რომელიც 56 ქვეყნის 71 წევრს აერთიანებს.