საქართველოს პირველ არხზე | ალბანეთი საქართველოს წინააღმდეგ - მიკროტრავმის გამო კვარაცხელია ვერ ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს პირველ არხზე | ალბანეთი საქართველოს წინააღმდეგ - მიკროტრავმის გამო კვარაცხელია ვერ ითამაშებს #1TVSPORT

დღეს, 29 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ მატჩს ალბანეთთან ჩაატარებს – გუნდთან რომელსაც ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ შევხდით. ქალაქ დურესში 28 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.

სამწუხაროდ, გუნდში სერიოზული დანაკლისია – სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, მიკროტრავმა აქვს ხვიჩა კვარაცხელიას და ამის გამო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შეხვედრას გამოტოვებს. შეკრებაზე კი სხვადასხვა მიზეზით არ იყვნენ თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია, გიორგი მიქაუტაძე, დათა ხოჭოლავა და ოთარ კიტეიშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გოგა ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა კვირკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა)

თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

 

ალბანეთი ათი „იტალიელით

ალბანეთის ნაკრების იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ედოარდო რეიამ შეკრებაზე 26 ფეხბურთელი გამოძახა. ამ სიაში ათი ფეხბურთელი იტალიური კლუბებიდანაა. გუნდს დაუბრუნდა ავსტრიულ ბუნდესლიგის „ტიროლის“ ფორვარდი ჯაკომო ვრონი, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან გუნდს ვერ დაეხმარებიან „რაიო ვალეკანოს“ მცველი ივან ბალიუ, „გრანადას“ თავდამსხმელი მიტრო უზუნი და „ესპანიოლის“ ნახევარმცველი კეიდი ბარე.

 

ალბანეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეებიეტრიტ ბერიშა (ტორინო, იტალია), ტომას სტრაკოშა (ლაციო, იტალია), ელჰან კასტრატი (ჩიტადელა, იტალია)

მცველებიელსეიდ ჰისაი (ლაციო, იტალია), ადრიან ისმაილი (ემპოლი, იტალია), ერიონ ჰოსალარი (ტირანა),ბერატ ჯიმშიტი (ატალანტა, იტალია), მარაშ კუმბულა (რომა, იტალია), ენეა მიჰაი (პაოკ, საბერძნეთი), ალბი დოკა (ჰონვედი, უნგრეთი), ემირ ლენიანი (გრასჰოპერსი, შვეიცარია), ადრიან ბაირამი (ბენფიკა, პორტუგალია)

ნახევარმცველები – კრისტიან ასლანი (ემპოლი, იტალია), ქაზიმ ლაჩი (აიაჩო, საფრანგეთი), ოდისე როში (ბოლუსფორი, თურქეთი), ამირ აბრაში (გრასჰოპერსი, შვეიცარია), ილბერ რამადანი (მტკ, უნგრეთი), ნედიმ ბაირამი (ემპოლი, იტალია), კლაუს გიასულა (დარმშტადტი, გერმანია)

თავდამსხმელებისოკოლ ჩიკალეში (ქონიასფორი, თურქეთი), რემი მანაი (სპეცია, იტალია), ჯაკომო ვრონი (ტიროლი, ავსტრია), არმანდო ბროია (საუთჰემპტონი)

 

ბოლო მატჩები

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ოთხი მატჩი მოიგო და ბუნებრივია, წარმატებული სერიის გაგრძელება სურს. ბოლო მატჩში ჩვენმა გუნდმა გასვლაზე ბოსნია-ჰერცეგოვინა 1:0 დაამარცხა. ალბანეთის ნაკრებმა ბოლო შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ სამი მატჩი წააგო და ყველა ძლიერ მეტოქესთან – ინგლისთან, პოლონეთთან და ესპანეთთან (2:1). ბოლო მატჩში ალბანეთი ესპანეთს წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მასპინძლებმა 90-ე წუთზე დანი ოლმოს გატანილი გოლით მოიგეს.

 

ფიფა-ს რეიტინგი

ალბანეთი – 65

საქართველო – 86

Transfermarkt – ნაკრების ჯამური ფასი

ალბანეთი – 100,95 მლნ ევრო

საქართველო – 39,10

Transfermarkt – ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე

ალბანეთი – ბერატ ჯიმშიტი (20,00 მლნ ევრო)

საქართველო – ხვიჩა კვარაცხელია (16,00 მლნ ევრო)

29 მარტს ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა ტირანას „აირ ალბანიაზე“ გაიმართება. 20:00 საათიდან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.