საქართველოს პატრიარქი – მზრუნველობისა და თანაგრძნობის ისტორიები

01:30, 23.03.2026

ისტორიები პატრიარქის მზრუნველობასა და განსაკუთრებულ ნიჭზე, გაეგო ადამიანის გასაჭირის შესახებ, მის სიცოცხლეშიც არაერთხელ გვსმენია და ბევრი ამ რწმენის ძალამ მიიყვანა მასთან, თუმცა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი გავიგეთ მის მიერ გადარჩენილებზე. ის ხშირად ხვდებოდა და ანუგეშებდა მწუხარე დედებს, ლოცულობდა მათთვის და მათთან ერთად, ამხნევებდა პირადი ტრაგედიებით დამძიმებულ ადამიანებს და ტკივილს უმსუბუქებდა. გლოვის დღეებში ბევრი მოვისმინეთ იმის შესახებ, როგორ იხსნა კათოლიკოსმა სასოწარკვეთილებისგან, სიცოცხლე აჩუქა, ცხოვრების აზრი დაუბრუნა, ანუგეშა და გადაარჩინა ადამიანი.

რეპორტაჟი პატრიარქის მიერ გადარჩენილებზე, ადამიანებზე, რომელთა ტკივილიც მამობრივად გაითავისა და გაიზიარა. „რწმენა, ქართველი ადამიანისთვის ის სულიერი ძალაა, ის საყრდენია, რომელმაც გადაარჩინა ქართველი ხალხი“ – მარიკა შალიკაშვილი და აკაკი გურგენიშვილი შეხვდნენ მათ, ვინც კათოლიკოსმა რწმენითა და მზრუნველობით გადაარჩინა და იმედი დაუბრუნა.

მსგავსი