საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება
საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება

საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება. შესაბამისი დადგენილების პროექტი 11 თებერვლის ბიუროს სხდომას წარედგინება, რომლის ავტორი უმრავლესობის წევრი ირინე ფრუიძეა.

ეთიკის საბჭოს შექმნას ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს. დადგენილების პროექტით განსაზღვრულია, რომ ეთიკის საბჭოს 16 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.

„პარლამენტის წევრის მიერ ეთიკური ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და საზოგადოების წინაშე დეპუტატების ანგარიშვალდებულების ამაღლებას ემსახურება. ეთიკის კოდექსი პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე არეგულირებს და წესებს განსაზღვრავს, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში, კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინონ“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.