საქართველოს პარლამენტში ახლად არჩეული დეპუტატების რეგისტრაცია მიმდინარეობს [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტში ახლად არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაცია მიმდინარეობს.
ახალარჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხი არის პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა. დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერებს, ასევე მოხდება კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა. 150-კაციან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს. დანარჩენი ადგილები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის გადანაწილდა. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.