საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო რეფორმის მიმდინარეობასა და პირველად შედეგებზე 25 მარტს იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტი საპარლამენტო რეფორმის მიმდინარეობასა და პირველად შედეგებზე 25 მარტს იმსჯელებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის მიღებიდან 100 დღეში მიღწეულ შედეგებს შეაჯამებენ.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართავენ კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, ხოლო ხელშემწყობები – ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

შეხვედრა სასტუმრო „თბილისი რუმსში“ 10:30 საათზე დაიწყება.