საქართველოს პარლამენტი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე რეკომენდაციებს მთავრობას დღეს გადაუგზავნის
საქართველოს პარლამენტი დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე რეკომენდაციებს მთავრობას დღეს გადაუგზავნის

საქართველოს პარლამენტმა დეცენტრალიზაციის რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა და საკუთარ რეკომენდაციებს დღეს მთავრობას გადაუგზავნის.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, ექვსი თვის განმავლობაში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველმა სამუშაო ჯგუფმა სტრატეგიით გათვალისწინებულ თითოეულ მიზანსა და ამოცანას ცალკე სხდომა მიუძღვნა და მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე რეკომენდაციები ჩამოაყალიბა.

დეპუტატის ცნობით, სამუშაო ჯგუფი ყველა საპარლამენტო სუბიექტისგან შედგებოდა.

„ძირითადი რეკომენდაციები საჯარო და ადგილობრივი საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში მართველი ერთეულის როლის გაზრდას და ამისათვის სათანადო უფლებამოსილებებით აღჭურვას ეხება. რეკომენდაციებში პარლამენტის როლი და მის წინაშე აგნარიშვალდებულების საკითხი გამოვკვეთეთ. კერძოდ, პარლამენტი ზედამხედველობას გაუწევს რეფორმის პროცესს და რეფორმას სხვადასხვა ეტაპზე შეაფასებს. ეს რეფორმა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, თვითმმართველობებმა კიდევ უფრო უკეთ, ეფექტურად და ამისთვის საჭირო რესურსით უპასუხონ ადგილებზე მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებს”, – განაცხადა გაბუნიამ.