საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრები სოფიიდან პარალიმპიური თამაშების ორი ლიცენზიით და ოთხი მედლით ბრუნდება #1TVSPORT
საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრები სოფიაში გამართული ევროპის საკონტინენტო ტურნირიდან პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშების ორი ლიცენზიით და ოთხი მედლით ბრუნდება.
სანდრო მეგრელიშვილი ევროპის საკონტინენტო ტურნირის ვერცხლის მედალოსანია, ლია ჩაჩიბაიამ კი შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის საკონტინენტო შეჯიბრებაზე ანა ჯაფარიძემ და გიორგი ნიკოლაძემ პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ლიცენზიები ოფიციალურად მოიპოვეს.
ჯაფარიძემ ნახევარფინალში ჯერ ბრიტანელ კირა ფორსაიტს სძლია, ფინალში კი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსი, ანა პოდუბსკაია დაამარცხა. გიორიმ ნახევარფინალში ესპანელ გაბრიელ ამადო გარაგაზას მოუგო, ხოლო ფინალში უდიდესი უპირატესობით, 48:19 მესიეჟ კესიცკი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ისტორიაში პარატაეკვონდოსთვის ეს პირველი ლიცენზიებია.