საქართველოს პარა ძიუდოისტების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ექვსი მედლით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს პარა ძიუდოისტების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ექვსი მედლით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს პარა ძიუდოისტთა ნაკრები იტალიის ევროპის ჩემპიონატიდან ექვსი მედლით ბრუნდება. ჩვენი გუნდის ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლის, სამი ბრინჯაოს მედალია.

გიორგი ქალდანი(73კგ) და ინა ქალდანი (-70კგ) ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ, ზურაბ ზურაბიანმა (60კგ) ვერცხლის, ნუკრი მიღრიჯანაშვილმა (60კგ) და ლაშა ყიზილაშვილმა (-90კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიას სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.