საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს ოფიციალური ვი​ზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშ პეტრშიჩეკი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. სტუმარი ასევე, მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.

ტომაშ პეტრშიჩეკი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა”, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება.