საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები ფრანგ თანატოლებთან 8-10 მარცხდება
17:29, 06.03.2019
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებისა და საფრანგეთის 20 წლამდე გავითარებადი გუნდის პირველი ტესტ მატჩის, პირველი ტაიმი ფრანგების გამარჯვებით ანგარიშთ 8:10 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში ილია მაისურაძის გუნდმა გახსნა. საჯარიმო დარტყმა რევაზ ხარაზიშვილმა ზუსტად შეასრულა. მატჩის პირველ ნახევარში ფრანგებმა 2 ლელო დადეს და ვერცერთი გარდასხვა ზუსტად ვერ შეასრულეს. ტაიმის მიწურულს კი დავით გობეჯიშვილის გარღვევა ლაშა ლომიძემ ლელოთი დაასრულა. ხარაზიშილის დარტყმული გარდასახვა კი არაზუსტი აღმოჩნდა.