საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ ითამაშა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე ქოჩორაშვილმა „ლევანტეში“ ითამაშა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე „ლევანტეში“ ითამაშა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ალბასეტეს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 65-ე წუთიდან ითამაშა.

ლევანტე“ მე-20 წუთზე ფაბრიციომ დააწინაურა და პირველი ტაიმიც 1:0 მორჩა. გიორგი ქოჩორაშვილის გუნდმა 56-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა (პაბლო მარტინესი) და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

10 ტურის შემდეგ „ლევანტემ“ 19 ქულა დააგროვა და „სარაგოსასთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ლიდერ „ესპანიოლს“  კი მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება („სარაგოსას“ და “ესპანიოლს“ თითო თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული).

9 ოქტომბრიდან ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და მომავალი მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს – „ჯვაროსნები“ 12 ოქტომბერს ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს უმასპინძლებენ, ხოლო 15-ში ევრო 2024-ის შესარჩევ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს ეთამაშებიან.