საქართველოს ნაკრებს კიდევ 10 ლეგიონერი შეუერთდა, პაპუნაშვილს ხვალ ელიან

01:00, 08.11.2017

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კვიპროსთან და ბელარუსთან დაგემილი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს.

პირველ დრეს დღეს, საწვრთნელი პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა. დღეს კი ეროვნული ნაკრებს კიდევ 10 ლეგიონერი შეუერთდა. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის “სარაგოსას” შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილს ხვალ ელოდებიან.

ვლადიმირ ვაისმა გუნდი დღეს ორჯერ ავარჯიშა. საწვრთნელი პროცესი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის, თბილისში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და ამხანაგური მატჩების მოლოდინშია.

 

მსგავსი