საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლა, 43:5 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.


საქართველო – რუმინეთი 43:5


ლელო: თოდუა, ტაბუცაძე, ბაბუნაშვილი, აფრასიძე, კახოიძე, ახალაძე, კვესელაძე – კონაჰე.

გარდასახვა: მატკავა (4)

ქართველმა მორაგბეებმა თამაში სწრაფ ტემპში დაიწყეს, მეტოქეს საწყის ნახევარ საათში ხუთი ლელო დაუდეს და თამაშის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადწყვიტეს, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ 29:0 მოიგეს

მეორე ტაიმის სტარტზე რუმინელებმა გააქტიურდნენ, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა მალე დაიბრუნეს უპირატესობა და მეტოქეს კიდევ ორი ლელო დაუდეს. ე.წ. „გაწითლებულ დროში“ რუმინელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა 43:5 მოიგო.

ფინალის საგზურის გარდა, გუნდებს შორის, ტრადიციულად, „ანთიმოზ ივერიელის“ თასიც გათამაშდა, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მე-19-ედ მოიპოვეს.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა პირველ მარტს გაიმართა, პორტუგალიის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 31:42 დამარცხდა. შესაბამისად, 15 ან 16 მარტს (თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება) თბილისში, რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელიც ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ესპანეთში 62:32 დაამარცხა.

ირაკლი ტყემალაძის ფოტოები რაგბის კავშირის გვერდიდან