საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის მზადება დაიწყო - „ბორჯღალოსნებს“ ნიორაძე და ქუნთელია დაემატებიან #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებს შეხვდება – მატჩი თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16 მარტს, 16:00 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ მიჯრით მერვე, ჯამში კი, მე-17 ტიტულს მოიგებენ.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშებაში საქართველო ესპანეთს ერთხელ უკვე ეთამაშა და მადრიდში, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში 62:32 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა ფინალური მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში 34 მორაგბეს (19 მორკინალი, 15 ხაზის მოთამაშე) უხმო. ორი მათგანი სანაკრებო შეკრებაზე წელს პირველადაა – „ორიაკის“ კვაჭი ლუკა ნიორაძე და „ლა როშელის“ ბურჯი – ალექსანდრე ქუნთელია. ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობაში დაბრუნდა „პროვანსის“ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია.
საქართველოს ნაკრები:
პირველი ხაზი: ნიკა აბულაძე („მონპელიე“), გიორგი ახალაძე („კლერმონი“), გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), ვანო კარკაძე („მონპელიე“), ლუკა ნიორაძე („ორიაკი“), ირაკლი ქვათაძე („შავი ლომი“), ირაკლი აფციაური („ლიონი“), ლუკა ჯაფარიძე („მონპელიე“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“);
მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), ლადო ჩაჩანიძე („შავი ლომი“), გურამ ღანიაშვილი („შავი ლომი“);
მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), ბექა გორგაძე („პო“), გიორგი ცუცქირიძე („შავი ლომი“), ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), ბექა შვანგირაძე („ლიონი“), თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“);
ღერძი: ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“), გელა აფრასიძე („პერპინიანი“), მიხეილ ალანია („ორიაკი“), ლუკა მატკავა („შავი ლომი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“);
ცენტრი: გიორგი კვესელაძე („გრენობლი“), დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), გიორგი შველიძე („ბრივი“);
ფრთა: სანდრო თოდუა („შავი ლომი“), შალვა აფციაური („შავი ლომი“), აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), ამირან შვანგირაძე („შავი ლომი“);
ფულბეკი: დავით ნინიაშვილი („ლიონი“), დაჩი პაპუნაშვილი („ორიაკი“).