საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა | იაპონია 2019
საქართველოს ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა | იაპონია 2019

დღეს, იაპონიის ქალაქ ნაგოიაში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კაპიტნის ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე გახსნით მატჩს ქართველი მორაგბეები ხვალ, 23 სექტემბერს, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.