საქართველოს ნაკრებმა იაპონია დაამარცხა | წყალბურთი #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა იაპონია დაამარცხა | წყალბურთი #1TVSPORT

თბილისი მსოფლიო ლიგის სუპერფინალს მასპინძლობს. 26 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით, ჩვენს დედაქალაქში წყალბურთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი გაიმართება.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ტურნირზე მონაწილეობის უფლება მასპინძლის სტატუსით მოიპოვა.

ჩვენი ნაკრები B ჯგუფში იასპარეზებს, სადაც იაპონიას, მონტენეგროსა და აშშ-ს ეთამაშება.

მსოფლიო ლიგის სუპერფინალის პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა დღეს, 26 ივნისს იაპონიის ეროვნულ გუნდთან გამართა.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, მალევე უპირატესობა კიდევ ერთი გოლით გაიზარდა, მაგრამ იაპონელებმა პირველი პერიოდის შემოტრიალება მაინც მოახერხეს, ანგარიში გაათანაბრეს და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით (3:3) გავიდნენ.

მატჩის მეორე პერიოდი ქართველების უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშზეც აისახა – 4:2 (7:5)

მესამე პერიოდი იაპონელების გამარჯვებით დასრულდა (5:6), თუმცა შესვენებაზე საქართველოს ნაკრები ერთქულიანი უპირატესობით გავიდა – 12:11.

მეოთხე პერიოდმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. საქართველოს ნაკრებს ერთგოლიანი უპირატესობა ჰქონდა და იაპონელებს თამაშის შემობრუნება შეეძლოთ. თუმცა, დრამატულ მატჩი ჩვენი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 13:12.

საქართველოს ნაკრები ხვალ, 27 ივნისს მონტენეგროს შეხვდება, 28 ივნისს კი B ჯგუფის ბოლო მატჩში აშშ-ს დაუპირისპირდება.

მსოფლიო ლიგის სუპერფინალში ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველა თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.