საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტისთვის ახალი ფორმა წარადგინა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტისთვის ახალი ფორმა წარადგინა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის წინ ახალი ფორმა ექნება. 1995 წლის შემდეგ ჩვენი გუნდის მაისურებზე ლათინური ასოებით ეწერა GEORGIA.

ამჯერად კი გუნდს გულზე „საქართველო“ მშობლიურ ენაზე ეწერება.

ისევე როგორც წინა წლებში, საქართველოს ნაკრების სპონსორი „მაკრონია“.

ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება. „ჯვაროსნები“ პირველ მატჩს 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ.