საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT
დღეს საქართველოს ვეტერანთა ნაკრები „მილანის“ ლეგენდებს დაუპირისპირდება. მატჩის ორგანიზატორები თბილისის მერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არიან, ხოლო შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან 19:00 საათზე პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„მილანის“ ლეგენდების დიდი ჯგუფი თბილისში 20 სექტემბერს ჩამოვიდა. მანამდე საქართველოს სტუმართა გუნდის რამდენიმე წევრი ეწვია. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ბოლო ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა ასევე 20 სექტემბერს ჩაატარა.
საქართველოს ნაკრების ლეგენდები:
გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ნიკოლოზ ჩხეიძე, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, მურთაზ შელია, ალეკო ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ფოფხაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ლადო ბურდული, გელა ინალიშვილი, დავით მუჯირი, გოგა გახოკიძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ღუდუშაური, გიორგი ქინქლაძე, მალხაზ ასათიანი, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, ლადო დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მიხეილ აშვეთია.
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
„მილანის“ ლეგენდები:
დიდა, ვალერიო ფიორი, მასიმო ოდო, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუკა ანტონინი, როკე ჟუნიორი, კრისტიან პანუჩი, კრისტიან ძაკარდო, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, ანჯელო კარბონე, რიკარდო მონტოლივო, კლარენს ზეედორფი, კრისტიან ბროკი, მარკო ბორიელო, რივალდო, კაკა.
მწვრთნელი: იბრაჰიმ ბა
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა პორტალ TKT.GE-ზე მიმდინარეობს, ბილეთის ფასი – 10, 30 და 50 ლარია. თითოეულ მომხმარებელს შეხვედრაზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.