საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ვახტანგ ნაცვლიშვილი თორნიკე შენგელიას ტრავმაზე - სამწუხაროდ, მაღალი მასშტაბის სპორტს ჩვენი ჯამრთელობა ეწირება ხოლმე #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ნიდერლანდებთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო. მას მხრის მოტეხილობა აქვს და, სამწუხაროდ, ევრობასკეტს გამოტოვებს.
მის ტრავმას ნაკრების ყოფილი კაპიტანი ვახტანგ ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა:
„სამწუხაროდ ამ დონეს და ამ მაშტაბს ჩვენი ჯანმრთელობა ეწირება ხოლმე, პროფესიონალური სპორტი ჯამრთელობა არ არის!
დავაფასოთ და არა ვაკრიტიკოთ ის ხალხი ვინც ჯამრთელობას სწირავს ქვეყნის სახელისთვის და ჩვენი სიამოვნებისთვის“.