საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა - კაშია ნაკრებში მე-100 მატჩს ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა - კაშია ნაკრებში მე-100 მატჩს ითამაშებს #1TVSPORT

ვილი სანიოლმა დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ნაკრები „ვიქტორია სტედიუმზე“ გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისირდება.

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა – წიტაიშვილი, მექვაბიშვილი, კვეკვესკირი, აზაროვი – ლობჟანიძე, ზივზივაძე, კვარაცხელია.

გიბრალტარი: ბანდა – ლოპესი, ოლივერო, ჩიპოლინა, ანესლი – ტორილია, უაისმანი, რონანი – უოკერი, ბრიტო, კაშიარო.

ვილი სანიოლმა დღევანდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა გიორგი ლორია, ანრი მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი, საბა ლობჟანიძე, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მე-5 ტურის მატჩში სათადარიგოებში იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ მოგების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის საუკეთესო გუნდი გახდება და ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩს უმასპინძლებს.

ამას გარდა, გუნდს მოედანზე კაპიტნის რანგში გურამ კაშია გაიყვანს და მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდება ლევან კობიაშვილის და ჯაბა კანკავას შემდეგ, რომელიც „ჯვაროსნების“ ფორმით მე-100 საიუბილეო მატჩს ჩაატარებს.

გიბრალტარსა და საქართველოს შორის მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ,ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).