საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ შეხვედრაში ცნობილია
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ შეხვედრაში ცნობილია

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები დღეს 15:00 საათზე ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს მალტის ნაკრების წინააღმდეგ.

ჩვენი ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დღევანდელ შეხვედრაში ცნობილია:

გაბუნია, ქადაგიშვილი, სუთიძე, ჯოჯუა, ჩხარტიშვილი, დანელია, თოდაძე, ბაქრაძე, ჩემინავა, ჭიჭინაძე, ჭყონია.

საქართველოსა და მალტას შორის შეხვედრა უეფა-ს რეგულაციების თანახმად მაყურებლის გარეშე შედგება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი ონლაინ პლატფორმებზე და „ტელესკოლის“ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.