ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების იმ 11 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც დღეს წლის ბოლო შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებენ.
ვლადიმირ ვაისმა ქალაქ პულას „ალდო დროსინას“ სტადიონზე ხორვატიის წინაააღმდეგ ამხანაგური მატჩისთის შემდეგი შემადგენლობა დაასახელა:
საქართველო: მაკარიძე – კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი – გვილია, აბურჯანია – პაპუნაშვილი, ყაზაიშვილი, ჯიღაური – ლობჯანიძე
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან საქართველოს ნაკრებს ჯაბა კანკავა დააკლდება. „ჯვაროსნების“ კაპიტანმა ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
უფრო სერიოზული დანაკლისი ხორვატიის ნაკრებშია. გუნდს მადრიდის „რეალის“ და „ბარსელონას“ ნახევარმცველები ლუკა მოდრიჩი და ივან რაკიტიჩი ვერ დაეხმარებიან. მათ სანაკრებო შეკრება დატოვეს და კლუბებს შეუერთდნენ.
ხორვატია-საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.