საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა საბერძნეთთან მატჩისთვის #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა საბერძნეთთან მატჩისთვის #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა.

როგორც ხედავთ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არც ამჯერად დააყენა შემადგენლობაში ოქრიაშვილი, კვეკვესკირი, გვილია. ნახევარდაცვის ცენტრში კანკავასა და აბურჯანიას დაეყრდნობა.

ასევე საინტერესოა დაცვის განლაგება, რომელსაც დვალი დაუბრუნდა. ყვითელი ბარათის გამო საბერძნეთთან მატჩს ტოვებს გურამ კაშია.

და რაც მთავარია – პირველად ითამაშებს ერთად ჩაკვეტაძე-კვარაცხელია-მიქაუტაძის ახალგაზრდა ტრიო. რაც ბუნებრივია, დიდ ინტერესს იწვევს.