საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ისტორიული მატჩები ელის – 23 თებერვალს ნიდერლანდებში ითამაშებს, 26 თებერვალს კი თბილისში ისლანდიას უმასპინძლებს.

ჩვენს გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად, შესაძლოა, ისლანდიასთან მოგებაც ეყოს, თუმცა ორივე მატჩის მოგება აუცილებელია, რომ სხვა თამაშების შედეგებზე აღარ იყოს დამოკიდებული.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ფიბა-ში მომდევნო მატჩებისთვის ასეთი განაცხადი გააგზავნა:

საქართველოს ნაკრები

რატი ანდრონიკაშვილი (მურსია, ესპანეთი)

გივი ბაქრაძე (ოლიმპი)

ბექა ბექაური (თსუ)

მიხეილ ბერიშვილი (თსუ)

მერაბ ბოქოლიშვილი (კაკტუსი)

ბექა ბურჯანაძე (რეჯო ემილია, იტალია)

კახაბერ ჯინჭარაძე (ქუთაისი)

გიორგი კორსანტია (გოსტივარი, ჩრდილოეთ მაკედონია)

ილია ლონდარიძე (კავკასია)

თად მაკფადენი (მურსია, ესპანეთი)

დუდა სანაძე (ანორთოსისი, კვიპროსი)

თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალია)

გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი)

გიორგი ცინცაძე (თსუ)

განაცხადში იყო გოგა ბითაძეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა ამ დილას ის „ორლანდო მეჯიქმა“ აიყვანა და თებერვალში ნაკრებში თამაშიც საბოლოოდ გამოირიცხა.

აღსანიშნავია, რომ თორნიკე შენგელია ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან გადამწყვეტ შეხვედრებში „ჯვაროსნებს“ დაეხმარება.

თუმცა, თოკოს გრაფიკი მეტისმეტად რთული აქვს: იტალიიდან ნიდერლანდებში 22 თებერვალს ჩაფრინდება; 23-ში „ნარინჯისფრებთან“ ითამაშებს; იმავე საღამოს ბოლონიაში გაფრინდება და 24-ში დაგაგმილ „ვირტუსი“-„ბასკონიას შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას; მომდევნო დილას, 25 თებერვალს საქართველოში გამოფრინდება და 26-ში ისლანდიასთან ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში 20 თებერვალს გაფრინდება.

 

კალენდარი

23 თებერვალი

ისლანდია-ესპანეთი

​ნიდერლანდები-საქართველო

იტალია-უკრაინა

​26 თებერვალი

უკრაინა-ნიდერლანდები

საქართველო-ისლანდია

ესპანეთი-იტალია