საქართველოს ნაკრების მთავარი ექიმი დავით ხარაბაძე გახდა
საქართველოს ნაკრების მთავარი ექიმი დავით ხარაბაძე გახდა
„დინამო თბილისის” ექიმი დავით ხარაბაძე დედაქალაქური გუნდის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი გახდა – ინფორმაციას „დინამოს” ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
დავით ხარაბაძე 39 წლისაა. ის ქუთაისელია, თბილისის „დინამოში” 2011 წლიდან მუშაობს. ამავე დროს, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრი იყო. ნაკრებში მისი პირველი ასისტენტი თბილისის „ლოკომოტივის” ექიმი გიორგი ჩანგელია ეყოლება.
დავით ხარაბაძე ცნობილია არა მხოლოდ ფეხბურთიდან – წლების წინ, სტუდენტობის პერიოდში, მხიარულთა და საზრიანთა კლუბში ქუთაისის „კოზანოსტრას” წარმოადგენდა.
ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი გახლდათ, რომელიც არსებული ინფორმაციით, უცხოურ კლუბში მიიწვიეს.
დატოვე კომენტარი