საქართველოს ნაკრების ისტორიული მაჩვენებელი - „ტრანსფერმარკტმა“ „ჯვაროსნების“ შეფასება 114 მილიონამდე გაზარდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისთვის 2022 წელი ისტორიული გამოდგა – გუნდის მოთამაშეთა ჯამური ფასი „ტრანსფერმარკტმა“ 114,75 მილიონი ევრომდე გაზარდა, რაც „ჯვაროსნებისთვის“ რეკორდია.
„ტრანსფერმარკტმა“ მოთამაშეთა და ნაკრებების შეფასება 2000 წლიდან დაიწყო. მანამდე „ჯვაროსნების“ გრაფაში ეს თანხა საშუალოდ 30-დან 55 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობდა.
გადაფასების შედეგად, საქართველოს ნაკრები უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე ერთა ლიგის A ჯგუფის გუნდები – ტურნირის სენსაცია უნგრეთი (105,20) და ჩეხეთი (94,13).
ჩვენი გუნდი B დივიზიონის ბევრ ცნობილ ნაკრებს ასწრებს – სლოვენიას (112,30), ირლანდიას (108,60), ალბანეთს (91,75), ბოსნიას (89, 23), რუმინეთს (75,20), მონტენეგროს (48,50), ისლანდიას (32,00), ისრაელს (31,95), ფინეთს (25,45).