საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, კონერ ფრენკამპი ტრავმის გამო რვა კვირა ვერ ითამაშებს
22:37, 23.02.2021
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის კონერფრენკამპის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა. 25 წლის მცველი „ბაბლის“ პირველივე შეხვედრაში სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ მესამე მეოთხედში დაშავდა და მატჩის ნაადრევად დატოვება მოუწია. ფრენკამპმა ფინეთის ნაკრების წინააღმდეგაც ვერ მოახერხა თამაში.
საქართველოს ნაკრებში ვარაუდობდნენ, რომ რეაბილიტაციას ორი-სამი კვირა დასჭირდებოდა, „მურსიას“ ცნობით კი ფრენკამპი პარკეტს მინიმუმ 8 კვირა ვერ დაუბრუნდება.
კონერმა სერბეთის წინააღმდეგ არასრული 20 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.