საქართველოს ნაკრების ექს-ფორვარდმა ირაკლი მოდებაძემ კარიერა დაასრულა
საქართველოს ნაკრების ექს-ფორვარდმა ირაკლი მოდებაძემ კარიერა დაასრულა

ირაკლი მოდებაძემ დღეს საფეხბურთო კარიერა დაასრულა. გორის “დილას” 33 წლის თავდამსხმელის ეს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი – გორში “დილასა” და თბილისის “ლოკომოტივის” შეხვედრამდე გორელთა ყოფილი ლიდერი ფეხბურთიდან საზეიმოდ გააცილეს.

მოდებაძე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების წევრი. უთამაშია თბილისის “მერანში“, ზაპორიჟიეს “მეტალურგში” , ოდესის “ჩერნომორეცში”, თბილისის “დინამოში”, მაგრამ ქართველ გულშემატკივარს თავი გორის “დილაში” გამოსვლით დაამახსოვრა, სადაც 2012 წლიდან 2017 წლამდე თამაშობდა. გორელთა შემადგენლობაში გახდა საქართველოს ჩემპიონი (2013/2014 სეზონი), ქვეყნის თასის (2014) და სუპერთასის (2011) მფლობელი, ხოლო 2014/15 წლების სეზონში – საუკეთესო ბომბარდირი (16 გოლი).

ბოლო ორი წელია, მოდებაძეს მუხლის ტრავმა თამაშის საშუალებას აღარ აძლევდა. მან “დილას” მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა და გუნდის ხელმძღვანელებმა სიმბოლურად “დილას” 100-ნომრიანი მაისურა გადასცეს.