საქართველოს ნაკრები ურუგვაისთან მატჩისთვის მოთელვას გადის | იაპონია 2019
საქართველოს ნაკრები ურუგვაისთან მატჩისთვის მოთელვას გადის | იაპონია 2019

დღეს, 29 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგ მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნების მეტოქე ურუგვაი იქნება და ჩვენი გუნდი პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება.

ქართველი მორაგბეები უკვე სტატიონ კუმაგაიაზე არიან და მატჩისთვის ემზადებიან.

თამაში თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.