საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ძლიერ გუნდთან დამარცხდა - 7:19 | წყალბურთი
საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ძლიერ გუნდთან დამარცხდა - 7:19 | წყალბურთი

წყალბურთში მსოფლიო ლიგის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა.

რევაზ ჩომახიძის გუნდმა საბერძნეთის ძლიერ ნაკრებს თბილისის საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკზე“ უმასპინძლა.

შეხვედრა ბერძნების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 7:19.

საქართველოს ნაკრებს რამდენიმე წამყვანი წყალბურთელი, მათ შორის გუნდის კაპიტანი ზურა რურუა აკლდა, საბერძნეთი კი თბილისს ოპტიმალური შემადგენლობით ესტუმრა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლოზანაში 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების, წყალბურთის სალიცენზიო ტურნირის კენჭისყრა ჩატარდა, სადაც 12 გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა.

ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირის კენჭისყრის შედეგად, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები „ა“ ჯგუფში ითამაშებს.

„ა“ ჯგუფი
1. საქართველო
2. აზია 1
3. კანადა
4. ბრაზილია
5. მონტენეგრო
6. საბერძნეთი

„ბ“ ჯგუფი
1. ხორვატია
2. ჰოლანდია
3. აზია 2
4. რუსეთი
5. გერმანია
6. არგენტინა

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი 22-29 მარტს როტერდამში გაიმართება.