საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატს თებერვალში დაიწყებს - ფინალი 17 მარტს პარიზში გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატს თებერვალში დაიწყებს - ფინალი 17 მარტს პარიზში გაიმართება #1TVSPORT

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 17 მარტს პარიზში, „ჟან ბუინზე“ გაიმართება, სადაც საშინაო შეხვედრებს ატარებს საფრანგეთის ჩემპიონატის (TOP 14) გუნდი „სტად ფრანსე“, რომლის ღირსებასაც ვასილ კაკოვინი, გიორგი მელიქიძე, სერგო აბრამიშვილი და გიორგი ცუცქირიძე იცავენ.

ცნობილია ასევე, სად და როდის ჩაატარებენ გუნდები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

4 თებერვალი, დესაუ | გერმანია – საქართველო

10 თებერვალი, თბილისი | საქართველო – ნიდერლანდები

17 თებერვალი, თბილისი | საქართველო – ესპანეთი

ნახევარფინალები 2 და 3 მარტსაა ჩანიშნული.

მეორე ჯუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი თამაშობენ.

ჯგუფური ეტაპის ორ-ორი გამარჯვებული ნახევარფინალში ითამაშებს, დანარჩენები კი მე-5 ადგილისთვის განაგრძობენ ბრძოლას.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული საქართველოს ნაკრებია („ბორჯღალოსნებს“ ეს ტურნირი 15-ჯერ აქვთ მოგებული), რომელმაც შარშან ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში პორტუგალიას 38:11 მოუგო.