საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთს შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთს შეხვდება #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთის ნაკრები ბონუსქულით (38:3) დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე თამაში უფლება მოიპოვა.

„ბორჯღალოსნების“ მეტოქე B ჯგუფის მატჩებს უნდა გაერკვია.

ბუქარესტში რუმინეთისა და პორტუგალიის შეხვედრა სტუმრებმა 49:24 მოიგეს და პირველ ადგილზე გავიდნენ.

B ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბელგიამ პოლონეთი 31:10 დაამარცხა. რუმინეთმა და ბელგიამ თანაბარი ქულები დაგროვეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრაში გამარჯვების გამო, მეორე ადგილზე რუმინეთი გავიდა. შესაბამიოსად, ნახევარფინალში 2 ან 3 მარტს თბილისში „ბორჯღალოსნებს“ ტრადიციული მეტოქის, რუმინეთის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

მეორე ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.