საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს მასპინძელ ლატვიასთან გამართავს - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2024 წლის ივლისში პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირს ითამაშებს. შეხვედრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართება. წილისყრის შემდეგ გაირკვა მატჩების განრიგი:
2 ივლისი: ლატვია – საქართველო, ბრაზილია – მონტენეგრო
3 ივლისი: ლატვია – ფილიპინები, მონტენეგრო – კამერუნი
4 ივლისი: ფილიპინები – საქართველო, კამერუნი – ბრაზილია
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ითამაშებს ლატვიასა და ფილიპინებთან. მომდევნო ეტაპზე ორი გუნდი გადის და ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალში დაუპირისპირდება მონტენეგროს, ბრაზილიისა და კამერუნის ჯგუფიდან გასულებს.
ნახევარფინალები 6 ივლისს გაიმართება, ფინალი – 7 ივლისს. პარიზის ოლიმპიადაზე ერთი, ფინალში გამარჯვებული გუნდი იასპარეზებს.