საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის ბოლო მატჩისთვის ემზადება | იაპონია 2019
საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის ბოლო მატჩისთვის ემზადება | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩისთვის ემზადება. 11 ოქტომბერს ბორჯღალოსნები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და ამით ქართველებისთვის ტურნირი დასრულდება, რადგან ჩვენს გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის მათემატიკური შანსიც კი არ რჩება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა უკვე სამი თამაში ჩაატარა, რომელთაგან ერთი მოიგო (ურუგვაი) და ორი წააგო (უელსი, ფიჯი).

მატჩი საქართველოსა და ავსტრალიას შორის 11 ოქტმბერს 14:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადმოსცემს.