საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის ბოლო მატჩისთვის ემზადება | იაპონია 2019
საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის ბოლო მატჩისთვის ემზადება | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ბოლო მატჩს გამართავს. ჩენი მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, ავსტრალიის ეროვნული გუნდი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა ამ ჩემპიონატზე სამი მატჩი უკვე გამართეს, რომელთაგან ერთი მოიგეს (ურუგვაი), ორში კი დამარცხდნენ (უელსი, ფიჯი). რაც შეეხება ავსტრალიის ნაკრებს, ამ გუნდმა პირველი მატჩი უელსთან დათმო, თუმცა შემდეგ ფიჯისა და ურუგვაის მოუგო და ამჟამად 11 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა.

ქართველმა მორაგბეებმა დღეს მორიგი ვარჯიში გამართეს და ფავორიტთან შერკინებისთვის ემზადებიან. მატჩი 11 ოქტომბერს თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადასცემს.