საქართველოს ნაკრები კვლავ არასრული შემადგენლობით ემზადება - გუნდს ოთხი ფეხბურთელი საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები კვლავ არასრული შემადგენლობით ემზადება - გუნდს ოთხი ფეხბურთელი საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისშია და ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას კვლავ არასრული შემადგენლობით განაგრძობს.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, გუნდმა შეკრებაზე მეორე ვარჯიში „მიხეილ მესხი 2-ზე“ გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ამ ეტაპზე საქართველოში არ არიან ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი, რომლებიც საკლუბო თამაშებისთვის ემზადებიან. ასევე არ არიან დავით კერესელიძე და საბა ხარებაშვილი, რომლებიც სანაკრებო შეკრებას ეროვნული ლიგის მატჩების შემდეგ შეუერთდებიან. გუნდთანაა ირაკლი ეგოიანი, რომელიც ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს.

„ჯვაროსნები“ ზაფხულში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ – 2 ივნისს რუმინეთს დაუპირისპირდებიან. ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია ბოლო სანაკრებო მატჩს სწორედ 2-ში ჩაატარებს. 5 ივნისს კი ჩვენი მეტოქე ბაჰრეინის ეროვნული გუნდი იქნება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.