საქართველოს ნაკრები კაბო ვერდესთან მატჩის წინ „რამაზ შენგელია არენაზე“ ივარჯიშებს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 ივნისს ქუთაისში გაემგზავრება, სადაც ივნისის შეკრებაზე მეორე ამხანაგურ მატჩს კაბო ვერდესთან გამართავს.
ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს. ვარჯიშამდე გუნდების მთავარი მწვრთნელები პრესკონფერენციას გამართავენ.
საქართველოსა და კაბო ვერდეს ნაკრებების დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
7 ივნისის განრიგი:
18:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია;
18:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი);
19:30 კაბო ვერდეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია;
20:00 კაბო ვერდეს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი).