საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2023-ის მეოთხედფინალში ისრაელს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

 

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, სტუმრებმა დასაწყისში მომენტები შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს. საქართველოს ნაკრებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა, მაგრამ შეტევების განვითარება ჭირდა – ისრაელი დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა.

ტაიმი 0:0 დასრულდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შესვენებამდე მეტოქესთან შეჯახებისას ივა გელაშვილი დაშავდა: ცხვირი გაუტყდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა – მოედანზე მის ნაცვლად საბა ხვადაგიანი შევიდა.

მეორე ნახევარი ძალიან უსიამოვნო მომენტით დაიწყო – მეკარესთან პირისპირ ომრი განდელმანი დარჩა, მაგრამ საქართველოს ნაკრები გადარჩა.

66-ე წუთზე წიტაიშვილი კარგად შეიჭრა ისრაელის საჯარიმოში, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ მეტოქის მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმიდან საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარად გახდა. გუნდი სტადიონზე მოსული მაყურებლის (44, 338 – ახალი რეკორდი) უდიდეს მხარდაჭერას გრძნობდა. ბოლო წუთებზე ბურთის გატანას დავითაშვილი და გაგუა ცდილობდნენ, მაგრამ ისრაელის დაცვა უნაკლოდ თამაშობდა და საქართველოს შეტევებს იგერიებდა.

საბოლოოდ ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

დამატებით დროში რამაზ სვანაძემ შეტევის გასამწვავებლად ნახევარმცველი გაგნიძე თავდამსხმელით, გულიაშვილით ჩაანაცვლა.

დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც ისრაელის ნაკრებმა უკეთ შეასრულა და ევრო 2023-ის ნახევარფინალში გავიდა.


საქართველო-ისრაელი  0:0, პენ 3:4


საქართველო: მამარდაშვილი, გელაშვილი (46. ხვადაგიანი), კალანდაძე, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, ლ. გაგნიძე (97. გულიაშვილი), მექვაბიშვილი, წიტაიშვილი (70. მოისწრფიშვილი), აზაროვი, დავითაშვილი, გაგუა.

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

ისრაელი: პერეტცი, ლემკინი, განდელმანი, კოენი, ჯაბერი (106. ხალაი), აზულაი (80. ბილევი), კარზევი (51. ჰოფმაისტერი) , გლუხი, ჰაჯაი (91. მორგანი), ტურგემანი (113. რუმი), გურნო (80. ლაიუსი).

მწვრთნელი: გაი ლუზონი

არბიტრი: ესპენ ესკასი (ნირვეგია)