საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე კვიპროსში ითამაშებს - წილისყრამ „ჯვაროსნების“ მეტოქეები გამოავლინა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე კვიპროსში ითამაშებს - წილისყრამ „ჯვაროსნების“ მეტოქეები გამოავლინა #1TVSPORT

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის წილისყრა. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე მეექვსედ ითამაშებს. ამჯერად ჩვენს გუნდს წილისყრამ კვიპროსი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა არგუნა.

ჩვენი ჯგუფის მატჩებს კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი უმასპინძლებს. პირველ ეტაპზე მატჩები 27 აგვისტოს დაიწყება, ხოლო ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ ოთხ-ოთხი საუკეთესო პლეი ოფის სათამაშოდ ლატვიაში გაემგზავრება.

A ჯგუფი (რიგა): პორტუგალია, ესტონეთი, ლატვია, თურქეთი, სერბეთი, ჩეხეთი;

B ჯგუფი (ტამპერე): გერმანია, ფინეთი, ლიეტუვა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, მონტენეგრო;

C ჯგუფი (ლიმასოლი): კვიპროსი, იტალია, საქართველო, ესპანეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა;

D ჯგუფი (კატოვიცე): ისლანდია, საფრანგეთი, სლოვენია, პოლონეთი, ბელგია, ისრაელი.

ცნობილია, რომ A ჯგუფის მასპინძელია ლატვია, B ჯგუფის – ფინეთი, C ჯგუფის – კვიპროსი, ხოლო D ჯგუფის – პოლონეთი. თითოეულ ჯგუფში თითოეული კალათიდან ერთი გუნდი მოხვდა.

ევროპის ჩემპიონატის თითოეულ მასპინძელ ქვეყანას ერთი პარტნიორი ქვეყნის არჩევა შეეძლო, რომელთან ერთადაც ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ლატვიამ ესტონეთი აირჩია, ფინეთმა – ლიეტუვა, კვიპროსმა – საბერძნეთი, პოლონეთმა კი – ისლანდია.