საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება, გუნდს კვარაცხელია შეუერთდა #1TVSPORT

01:09, 23.09.2026

საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

წინა ვარჯიშზე ვილი სანიოლის საწვრთნელ პროცესში მხოლოდ 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ამჯერად კი „ჯვაროსნებს“ დავით კერესელიძე, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი გაგუა, გიორგი კვერნაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის ოთხ შეხვედრას 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით გამართავს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან და უკრაინასთან საშინაო მატჩების შემდეგ, ჩვენი გუნდი უნგრეთს ესტუმრება, შემდეგ კი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ბელფასტში დაუპირისპირდება.

მატჩების განრიგი

25 სექტემბერი, 20:00

საქართველო — ჩრდილოეთ ირლანდია

28 სექტემბერი, 20:00

საქართველო — უკრაინა

2 ოქტომბერი, 22:45

უნგრეთი — საქართველო

5 ოქტომბერი, 22:45

ჩრდილოეთ ირლანდია — საქართველო

მსგავსი