საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან მატჩისთვის მზად არის | 2019
საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან მატჩისთვის მზად არის | 2019

ბორჯღალოსნები უკვე ქალაქ შიძუოკას სტადიონ ეკოპაზე იმყოფებიან და მსოფლიო თასის მატჩის წინ მოთელვას გადიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება და ამით ტურნირზე გამოსვლას დაასრულებს. ქართველმა მორაგბეებმა მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი მატჩი უელსთან წააგეს, შემდეგ ურუგვაის მოუგეს, მესამე მატჩში კი ფიჯისთან დათმეს და ჯგუფში მეოთხე ადგილზე არიან.

მატჩი საქართველოსა და ავსტრალიას შორის 14:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.