საქართველოს ნაკრები არგენტინულ „ხაგუარესთან“ ორ შეხვედრას გამართავს | რაგბი
საქართველოს ნაკრები არგენტინულ „ხაგუარესთან“ ორ შეხვედრას გამართავს | რაგბი

რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით ჩვენი ნაკრები „საქართველო XV“ არგენტინაში 30 კაციანი შემადგენლობით იანვარში გაემგზავრება და „ხაგუარესთან“ ორი მატჩს გამართავს.

„საქართველო XV“-ის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე მომავალი მატჩებისთვის სასელექციო შემადგენლობას უახლოეს პერიოდში დაასახელებს.

მატჩები არგენტინაში 17 და 24 იანვარს გაიმართება.

„ხაგუარესი“ არგენტინული ფრანჩაიზაა, რომელიც არგენტინის ეროვნული ნაკრების (პუმების) საბაზო გუნდია. „ხაგუარესი“ ასევე ზე-რაგბის ახალი სეზონისთვის ემზადება, რომელიც სტარტს 31 იანვარს აიღებს.