საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში რუმინეთს შეხვდება
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში რუმინეთს შეხვდება

2 ივნისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2021 წელს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს, – ინფორმაციას სფფ-ს ვებგვერდი ავრცელებს.

„საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში შედგება. მატჩი რუმინეთში ჩატარდება, შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თამაშის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – იუწყება ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან მატჩამდე ჩვენი ნაკრები მიმდინარე წლის მარტში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ შეხვედრას გამართავს – 25 მარტს გასვლაზე შვედეთთან, 28 მარტს ესპანეთს შინ მიიღებს, ხოლო 31 მარტს საბერძნეთს ესტუმრება.