საქართველოს ნაკრები 5 ივნისს კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 მარტს ჯერ ლიტვას უმასპინძლებს, 27 მარტს კი – ესტონეთს მიიღებს.
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ნაკრები მესამე შეხვედრასაც ჩაატარებს. უეფა-ს ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპზე, ”ჯვაროსნები” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 5 ივნისს გამართავენ – ვლადიმირ ვაისის გუნდი სტუმრად ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.
საქართველოს მსგავსად, ეს ნაკრებიც ერთა ლიგის ”დ” დივიზიონში იასპარეზებს. მეორე ჯგუფში ლუქსემბურგი ბელარუსს, მოლდოვასა და სან მარინოს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთსა და ანდორას შეხვდება.